„ჰერითიჯ  ფაუნდეიშენის“ კვლევა


ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ  ფაუნდეიშენმა“ სათაურით - „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად, 2020 წელს აშშ-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე. მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისთვის ბიძგის მიცემაზე, ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერასა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაზე. მასში აღნიშნულია, რომ 2020 წელი აშშ-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წელი იქნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან