ბიზნესის შეხვედრა ვაქცინაციასა და რეგულაციებზე

14.05.2021 02:11

ვაქცინაციისა და რეგულაციების საკითხებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს. ღონისძიებაში ბიზნეს-ასოციაციისა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავარი თემა ბიზეს-სექტორის მხრიდან გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემსუბუქებაზე მოთხოვნილი მსჯელობა იყო. საუბარია როგორც კომენდანტის საათის გაუქმებაზე ან გადაწევაზე, ასევე სრულად ვაქცინირებული სარესტორნო ბიზნესისთვის შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვის მიცემაზე. როგორც ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ბიზნეს-სექტორის მხრიდან დაყენებული გარკვეული მოთხოვნების შესრულება რეალისტურია და მიმდინარეობს მსჯელობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო