პრეზიდენტი თურქეთში
"10 000 ჩვენი სისხლი და ხორცი, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში, საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს!" საქართველოს პრეზიდენტი მაჭახლის ხეობის მაღალმთიანი სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურად გადასცა და მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა მათ ფრიდონ ხალვაშის ლექსით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი პროგრამის თაობაზეც ისაუბრა, რომელიც ქართული და თურქული მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამა ვერ მოამზადა, შესაბამისად აღნიშნული პროექტი ვერ განხორციედა. „ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო საუკუნეების განმავლობაში და სწორედ ამიტომ გავიბენით მთელს მსოფლიოში. მაგრამ დღეს თქვენი „მემლექეთი" დადგა ფეხზე, ნამდვილ ქართულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ამიტომ სადაც არ უნდა იყოს საქართველოს შვილი, საბოლოოდ, ყველანი გავერთიანდებით ჩვენი მშობლიური დედის - საქართველოს გარშემო."- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. მიხეილ სააკაშვილი თარაქლიში იუსუფ არიპაღაოღლუს (ბაიძე-თაფშირიძე) ოჯახს ესტუმრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ორ ჰექტარზე გაშენებული ვენახი და ქართული მარანი დაათვალიერა და იუსუფ არიპაღაოღლუს მიერ დაწურული ღვინო დააგემოვნა. Visit Website: http://president.gov.ge Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi... Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM ----------------------------------------------------------------------------------------
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტი თურქეთში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტი ინეგულის რაიონში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოქალაქეობა მი...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
შეხვედრა ბიზნესმენებთან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთში დამტვრევის დროს
zviad ruxadze
სამძიმარი თურქეთს
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
რა გავლენას იქონიებს თურქეთში მიწისძვრის მენეჯმენტი, თურქეთი...
ამერიკის ხმა
კრიზისი თურქეთში შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს
ამერიკის ხმა