საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ეთნიკურად ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდა. ინეგულის რაიონის სოფელ ჰაირში მიხეილ სააკაშვილი ორ ოჯახს ესტუმრა. პრეზიდენტთან შესახვედრად ადგილობრივი მოსახლეობა იყო შეკრებილი. მათი განცხადებით, თითოეული მათგანი თურქეთის სრულუფლებიანი მოქალაქეა, თუმცა სურთ მჭიდრო კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან. ყველას, ვისაც შენარჩუნებული აქვს ქართული ენა და კულტურა, ქვეყნის პირველი პირი საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭებას დაპირდა. ერთ-ერთი ოჯახის უფროსსა და მის მეუღლეს, ბასრი ილდირიმსა და მაქბულე ილდირიმს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დღესვე მიანიჭა. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: / saakashvilimikheil
Visit Twitter: / saakashvilim
----------------------------------------------------------------------------------------
Visit Facebook: / saakashvilimikheil
Visit Twitter: / saakashvilim
----------------------------------------------------------------------------------------