საბავშვო წიგნების სერია იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით

24.06.2021 02:49

თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გამომცემლობა „სეზანმა“ წიგნების ახალი საბავშვო სერია, სახელწოდებით - „ბავშვობის თანამგზავრები“ გამოსცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფოიეში, წიგნების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

სერია სხვადასხვა ავტორის 25 წიგნს აერთიანებს, მათგან ორი, საბავშვო წიგნის ილუსტრაციის ავტორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იზა ნადარეიშვილია.

„სიხარულის ჯაჭვი“ და „თავისუფლება ფერთა ხვედრია“ - ასე ჰქვია წიგნებს, რომელთა საბავშვო, ორიგინალური და ფერადი გაფორმება იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. სერია აერთიანებს წიგნებს, რომლებიც 16 წლამდე მკითხველისთვისაა განკუთვნილი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub