ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობასა და მის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. შეხვედრაზე ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განხილული იყო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია. საქართველოს პრემიერი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. „მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანი...
TV IMEDI
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვირიკაშვილი ოკუპაციაზე საუბრობდა, როგორც ამბავზე
STV Star FM93,9
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკური პორტალი
ირაკლი ღარიბაშვილი
cnews agency
ირაკლი ღარიბაშვილი
GrassGroup Georgia
ირაკლი ღარიბაშვილი
info9 info99
ირაკლი ღარიბაშვილი
info9 info99