ოპოზიციის ბოიკოტის სტრატეგია
საინტერესოა, რამდენად გაითვალისწინებს ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროკომისიის გზავნილებს და ჩაერთვება თუ არა 12 პუნქტზე მუშაობის პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა. თუ ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მანამდე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები იგნორირებული იყო, ახლა რიტორიკა შეიცვალა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომლის პარტია სამუშაო პროცესს ივნისშივე გაემიჯნა, ცოტა ხნის წინ კი საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა, სწორედ 12 პუნქტზე სამუშაოდ პოზიციის გადახედვას და ბოიკოტის შეწყვეტას არ გამორიცხავს. საინტერესოა, რომ პაატა მანჯგალაძის ამ განცხადებას წინ ბრიუსელსა და სტრასბურგში მისი პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ვიზიტი უძღოდა. პარტიულ ბოიკოტს გამიჯნულია და სამუშაო პროცესში ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი ხატია დეკანოიძეც, რომელიც სწორედ ბოიკოტის და სხვა საკითხების გარშემო თანაგუნდელებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტიიდან წასვლასაც არ გამორიცხავს. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12-ვე პუნქტის შესრულების მთავარი გზა საკანონმდებლო მუშაობაზე გადის დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც, რომელიც დღემდე ბოიკოტში მყოფ კოლეგებს პროტესტის ამ ფორმის გადახედვისკენ მოუწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 - სპეციალური გამოშვება
ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის შეცვლილი სტრატეგია და მოლაპარაკების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 მესამე რაუნდის მოლოდინი და ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა და ოპოზიციის სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმები - პარლამენტის პიკეტირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ინიციატივა ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster