ყარაჯალაში ხანძრისგან დაზარალებულები კახეთის გუბერნატორმა მოინახულა
12/20/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ბარხადულ არდა თიროღლი-ს 12 სულიან ოჯახს სახლი დაეწვა. დაზარალებულები დღეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა სამხარაულმა, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გივი მეტრეველმა და გამგეობის თანამშრომლებმა მოინახულეს. დაზარალებულებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს. ოჯახი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს და პირველადი მოხმარების საგნებიც გადასცეს. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, არდათიროღლის ოჯახს პრობლემები რამდენიმე დღეში მოუგვარდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/19ZJJ0z
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/19ZJJ0z