გაერთიანებული ოპოზიციიდან, მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

24.09.2020 02:53

გაერთიანებული ოპოზიციის, მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხაშურის და ქარელის საარჩევნო ოლქში, ნატო ჩხეიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ კამპანიას აგრძელებს და მის მშობლიურ სოფელ ყელქცეულის მოსახლეობას შეხვდა. ჩხეიძის განცხადებით, ხაშურის და ქარელის საარჩევნო ოლქში ნომერ პირველი პრობლემას, სასმელი და სარწყავი წყალი წარმოადგენს. ჩხეიძე მისი არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების მოგვარებას პირდება და ამბობს, რომ რეგიონების პრობლემებს საპარლამენტო ტრიბუნიდან გააჟღერებს. ხაშურის და ქარელის საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე, მისი საარჩევნო პლაკატების მიზანიმართულად დაზიანებაზე საუბრობს. ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო