აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან


ჯანდაცვის სამინისტროსთან ექიმების აქცია მიმდინარეობს. მედიკოსები დაკავებული კოლეგის, ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები, ასევე მოითხოვენ, ექსპერტების ჩართულობით ხელახლა  შეისწავლონ საქმე და ახლიდან შედგეს რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი გაფიცვას არ გამორიცხავენ. სამართალდამცველებმა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი 4 აგვისტოს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წელს, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ 25 წლის ქალს ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს, რის შემდეგაც, პაციენტის მდგომარეობა გართულდა და ის დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან