როგორც ცნობილია, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე, მათ შორის, „ბუფერულ ზონაშიც“ არის ჩადენილი. ამას გარდა, ჩატარებული წინასწარი მოკვლევის თანახმად, სამხრეთ ოსეთში ჩადენილია ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები: მკვლელობა, იძულებით გადაადგილება და ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირების დევნა, საკუთრების განადგურება და მაროდიორობა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისა და არარეგულარული შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ (რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო მონაწილეობით);
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საათებით და წუთების დართვით არის გადმოცემული ის სამხედრო დანაშაული, რომელიც ოკუპანტების და სეპარატისტების მიერაა ქართულ მიწაზე ჩადენილი. ამ პოსტში გთავაზობთ ამ უტყუარი ინფორმაციის მცირედ ნაწილს და ჩვენს მიერ სოციალურ ქსელებში მოპოვებულ შესაბამის ფოტო ვიზუალიზაციას.
ოკუპანტები და მაროდიორები არ არიან უჩინარნი-მათ მკაფიოდ არაადამიანური და უღირსი სახე აქვთ, იხილეთ თანდართული ფოტომასალა:
12 აგვისტო
18.00 რუსმა სამხედროებმა დაიწყეს ფოთის პორტში მდგარი ქართული ხომალდების აფეთქება.
21:35. შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის გორის ჩრდილეთით განლაგებული სოფლებიდან არბო და დიცი. ადგილობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით ოსი სეპარატისტები დაუნდობლად ანადგურებენ ქართულ მოსახლეობას აღნიშნულ სოფლებში.
ადგილობრივი ინფორმაციაზე დაყრდნობით, გორის რაიონის ქართული სოფლების ქორდის და მერეთის მოსახლეობა არის შეურაცხოფილი სეპარატისტების მიერ. ტყვიავში ოსი სეპარატისტები დაუნდობლად უსწორდებიან ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას. ერთი მკვლელობის ცნობა უკვე დადასტურებულია.
15:00-19:00 რუსი ჯარისკაცები სამჯერ დაესხნენ თავს საქართველოს სასაზღვრო დაცვის ცენტრს. გატაცებულ და განადგურებულ იქნა იარაღი, დააზიანეს ქართული სასაზღვრო დაცვის გემები.
18.30 ოსი სეპარატისტები შევიდნენ გორის რაიონის სოფელ დისევში და დაიწყეს ეთნიკური წმენდა, სახლების დაწვა და მოსახლეობაზე თავდასხმა. რუსი სამხედროები ამ ყველაფერის მომსწრენი არიან, მაგრამ არავითარი რეაქცია არ გააჩნიათ.
18.30 ოსი სეპარატისტები შევიდნენ გორის რაიონის სოფელ კარალეთში და დაიწყეს ეთნიკური წმენდა, სახლების დაწვა და მოსახლეობაზე თავდასხმა.
22:52 სამ უცხოელ ჟურნალისტს წაართვეს მანქანა გორის რაიონის სოფელ კარალეთში.
21:50 სენაკის სამხედრო ბაზა განადგურებულ იქნა რუსული სამხედროების მიერ. განადგურებული და გატაცებული იქნა იარაღი და აღჭურვილობა.
13 აგვისტო
12:35 25 მშვიდობიანი მისახლე გატაცებულ იქნა ოსი სეპარატისტების მიერ სოფელ ტყვიავიდან.
14:45 პაატა საბელაშვილი, ფოტოგრაფი, გვაცნობებს, რომ გორის ავტომაგისტრალზე ოსმა სეპარატისტებმა გაძარცვეს მინიავტობუსი, რომლეშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 25 წლის ქალი გატაცებულ იქნა თავდამსხმელების მიერ.
15:20 ალესია ვარდანიანი, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტი იუწყება გორიდან, რომ გორში დაიწყო მარადიორობა. მოსახლეობას ძარცვავენ და რუსული ტანკები ანგრევენ სახლებს.
17:15 ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, რომლებიც აგრძელებენ პოლიციაში რეკვას, რუსული ჯარებისა და ოსი სეპარატისტების მიერ ირბევა შემდეგი სოფლები:ქარელის რაიონი – ავნევი, წერონისი, კნოლევი.კასპის რაიონი – ხანდაკი, დოესი, კარაღანდი.გორის რაიონი – ტყვიავიგორის მცხოვრებლებს ატყვევებენ და აგზავნიან ცხინვალში
21:00 თვითმხილველთა ინფორმაციები კვლავ შემოდის პოლიციის სადგურებში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულებების შესახებ.
20:12 ქარელის რაიონის სოფლების ბრეთისა და არადეთის მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სოფლებს და მიემართება თბილისისაკენ. ოსი სეპარატისტები ძარცვავენ ამ სოფლებს.
14 აგვისტო
17:00 სატელევიზიო კომპანია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თამარ ურუშაძე გორის მახლობლად სნაიპერის მიერ განხორციელებული დამიზნებული სროლით დაიჭრა პირდაპირ ეთერში.
16:30 გორის რაიონის სოფლებში ბროცლეთში, მეჯვრისხევში, გორიჯვარში და ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში მიმდინარეობს დარბევა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების მიერ.
16:00 ოთხი ისრაელელი ჟურნალისტი, ”ჰაარეც”-ის კორესპონდენტის ანსელ პფეფერის და ფოტოგრაფ ნირ კაფრის ჩათვლით, საქართველოს ქალაქ გორში გაძარცვულ იქნენ რუსი ჯარისკაცების მიერ გამაგრებულ პუნქტზე;
Facebook - / simartlerusulad