საქართველოს ნაკრების მზადება

19.03.2024 01:11

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული პლეიოფისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას საგურამოში გაივლის. საქართველოს ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა 37 წლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა. საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს, 21 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 26 მარტს, პლეიოფის ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს, ევრო 2024-ის საგზურისთვის კვლავ თბილისში დაუპირისპირდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: