თავდასხმა დონალდ ტრამპზე - სალომე თორაძის რეპორტაჟi


თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე. პენსილვანიაში დონალდ ტრამპის ამომრჩეველთან შეხვედრას სროლა მოჰყვა. ყოფილმა პრეზიდენტმა დაზიანება სახის არეში მიიღო. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტრამპის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ისვრიან, როცა ის ტრიბუნასთან სიტყვით გამოდის. როგორც საგამოძიებო სამსახურებში ამბობენ, თავდამსხმელი 20 წლის მამაკაცი იყო, რომელმაც იქვე მდებარე შენობის სახურავიდან ისროლა. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა რამდენიმე წამში გაანეიტრალეს, თუმცა თავდამსხმელმა რამდენჯერმე გასროლა მაინც მოასწრო და მომხდარს ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებიდან ერთის სიცოცხლე ემსხვეპლა, კიდევ ორი კი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ფაქტს ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო ლიდერები. დეტალები სალომე თორაძის რეპორტაჟში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან