კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ უკვე საქართველოშია


კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი საქართველოშია.

რამდენიმე საათის წინ თბილისის აეროპორტში კომპანია „ფაიზერის“ მიერ შექმნილი ანტივირუსული წამლის, „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია შემოვიდა. კვლევების მიხედვით, დაავადების გართულებისგან დასაცავად პრეპარატის ეფექტურობა 90%-ს აღწევს. ის პირველ ხუთ დღეში უნდა იყოს მიღებული. რისკ-ჯგუფებს მედიკამენტი უფასოდ დაურიგდებათ. მეექვსე ტალღის გადავლის შემდეგ ქვეყანა ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება. ორშაბათიდან თითქმის ყველა შეზღუდვა უქმდება. ერთადერთი ვალდებულება, რაც მოქალაქეებს ეკისრებათ, დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის ტარებაა. კოვიდ-რეგულაციების მოხსნის მიზეზად ინფიცირების დღიური შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებლების მკვეთრი შემცირება სახელდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან