შეხვედრა კულტურის მინისტრთან

05.11.2012

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. გურამ ოდიშარიამ მათ სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო კონცეფციები გააცნო. მინისტრის თქმით, უწყებაში მიმდინარე პროცესები უფრო გამჭვირვალე გახდება, შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც ქვეყანაში კულტურის სხვადასხვა მიმართულებას გაუწევს კოორდინაციას. ყველა მნიშვნელოვანი კულტურული პროექტი უშუალოდ საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ განხორციელდება. მსგავსი შეხვედრების გამართვას გურამ ოდიშარია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთანაც გეგმავს. http://www.mcs.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: