ბაბილონი - როცა ძინავს ქალაქს lyrics /?/ ტექსტი

05/26/2015
Davit Demetrashvili-ის მიერ

მოიწონეთ ჩემი ფბ-ს გვერდი:
https://www.facebook.com/pages/Baltaz...

babiloni - roca dzinavs qalaqs teqsti text :
ფიქრებს მიყვება ქარი, ქარს მიყვება ფოთლები, ცარიელი ბოთლები
ჰაერით ვბოლდები, გვერდით ჩავუვლი კედლებს
ნეტა შეგეძლოს ტყუილი, გაჩუქებ მედლებს.

გაჩუქებ გვირგვინს,
გასწავლი რეალობიდან გასაქცევად სირბილს, გიწოდებ გმირს
მე თუ მაცვია მოხატული კედები,
შენ წადი ნუღარ ჩერდები

მე ოცნებას ვუწოდებ ზღაპარს და დავანგრევ მითს
მე ოცნებას არ დავუწესებ საზღვრებს, არ ავუკრძალავ ფიქრს
მე ოცნებას არასდროს არ ავიხდენ, რადგან გაქრება ის
შემდეგ გაჩნდება სხვა ოცნება, და ჩაქვრება ისიც

მე რომ შემეძლოს დროს გავაჩერებდი
შენთვის გავაჩერებდი წამით თუნდაც
ზაფხულში თოვლს მოვიყვანდი ჩვენთვის,
და გესროდი გუნდას
2x
ვიცი რომ გინდა, ჩემთან ხარ გულით
გეტყვი რომ შენს გარდა არავინ მყავს
მსოფლიოს ვეტყვი, ვეტყვი მე ყველას,
რომ ერთადერთი ხარ არავინ გგავს

თუ გავა წლები გავივლით უბანს,
ხელჩაკიდებული ჩავუვლით ქუჩებს
შენი თვალებით მე,
შენი ფერებით მე არასდროს ვიღლები მე
ვიქნები შენი,
მე, გპირდები ამას ჩვენ გადავაგორებთ ამას
მე ყველაზე მაგარი რაც მაქვს მე ჩემი გულით დამაქვს
მე ფიქრებით შენს ოთახში ვარ,
როცა ძინავს ქალაქს - მშვიდი ძილით

მე რომ შემეძლოს დროს გავაჩერებდი შენთვის გავაჩერებდი წამით თუნდაც
ზაფხულში თოვლს მოვიყვანდი ჩვენთვის, და გესროდი გუნდას
2x
ნეტავ სადა ხარ ვის გვერდით?
შენს პლანეტაზე წერილებსაც გწერდი
უბრალო ნაკეცით კონვერტში ვდებდი
შენამდე არ მოდიოდა მანამდე ვხევდი
მანამ კი ვაწყობდი ფრაზებად სიტყვებს.
გადავაწყობდი გაზაფხულობით ფიქრებს
სახლში ვიჯექი და ვუყურებდი ფილმებს,
გამორთულ ეკრანზე ვუყურებდი ცაში ჩიტებს.

ვითვლიდი რაოდენობას „საშვალო“ ნაბიჯების
ჩუმად დავდიოდი მეშინოდა გაღვიძების
მე ხომ ოცნებებით ყოველ ღამით ვარსებობ.
არ მინდა რეალობა, სადაც შენ არ არსებობ.

მე რომ შემეძლოს დროს გავაჩერებდი შენთვის გავაჩერებდი წამით თუნდაც
ზაფხულში თოვლს მოვიყვანდი ჩვენთვის, და გესროდი გუნდას
2x

ვიდეოები „Davit Demetrashvili"-ისგან