#ახალიდღე 14 აპრილი - საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი

14.04.2021 07:38

14 აპრილი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია - ეს არის დღე, როცა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავიდან დაიბადა საბჭოთა მმართველობის პირობებში. ქართველი ახალგაზრდობა, უდიდესი პოტენციური საფრთხის ფონზე, არ დაემორჩილა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას - ახალი კონსტიტუციის პროექტიდან ამოეღოთ საკანონმდებლო მუხლი, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. ამ დღის ფოტო-ვიდეო მასალა ფაქტობრივად არ არსებობს და ჩვენი წარმოდგენა იმდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, მონაწილეთა მოგონებებზე დგას. ქეთი ბახტაძე შეეცადა, თავი მოეყარა აქციის უშუალო მონაწილეთა შთაბეჭდილებებისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო