29 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და San Diego State University Georgia - International Office-მა ახალი აკადემიური შენობის კარკასის დასრულების საზეიმო ცერემონია გამართეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი, 4890 კვადრატული მეტრის, ტექნოლოგიების კორპუსის მშენებლობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, 2017 წლის ივნისში დაიწყო.
შენობის კარკასის მშენებლობის ეტაპი დასრულებულია. აღნიშნულ ეტაპს აფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო, შენობის შიდა მოწყობას, რემონტსა და აღჭურვას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში.
შენობა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. კორპუსის ორ სართულზე განთავსდება SDSU-საქართველოს აუდიტორიები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ლონა სტოლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
#ToppingOutCeremony #Iliauni #SDSUGeorgia