ილიაუნიში ახალი შენობის კარკასის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა
29 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და San Diego State University Georgia - International Office-მა ახალი აკადემიური შენობის კარკასის დასრულების საზეიმო ცერემონია გამართეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი, 4890 კვადრატული მეტრის, ტექნოლოგიების კორპუსის მშენებლობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, 2017 წლის ივნისში დაიწყო. შენობის კარკასის მშენებლობის ეტაპი დასრულებულია. აღნიშნულ ეტაპს აფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო, შენობის შიდა მოწყობას, რემონტსა და აღჭურვას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში. შენობა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. კორპუსის ორ სართულზე განთავსდება SDSU-საქართველოს აუდიტორიები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ლონა სტოლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და სხვა მოწვეული სტუმრები. #ToppingOutCeremony #Iliauni #SDSUGeorgia
Ilia State University-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ,,ილია – მამა"
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ნიზამი განჯევ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა -...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ”ფაუსტი”- მეორ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველას...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ერთი პოეტის ო...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „კიდევ ერთხელ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი შენობის კარკასის დასრულების საზეიმო ცერემონია ილიაუნიშ...
Ilia State University
თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი ილიაუნიში
Ilia State University
ანა დოლიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 6. უმაღლესი განათლება და აკადემიური...
მწარე პოდკასტი
ილიაუნის ახალი პროექტი - ონლაინ ილიაუნი
Ilia State University
ვინ გახდა ილიაუნის ახალი რექტორი?!
Music Box
PISA-ს ტესტის შედეგები და ილიაუნის ახალი ინიციატივა
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
#ბიზნესპარტნიორი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი