23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე

04/23/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

23 აპრილს, რუსთაველის თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს.
დღეს, რუსთაველის თეატრში 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე ქართული გამომცემლობები გასაყიდად გამოიტანენ და მკითხველს ფასდაკლებით შესთავაზებენ მათ მიერ გამოცემულ წიგნებს. ქალაქში იმოძრავებს ღია ავტობუსი, საიდანაც ქართველი პოეტების ლექსები გაჟღერდება. ამ დღისადმი მიძღვნილია აქცია „აჩუქე წიგნი შეყვარებულს\". სამების ეკლესიის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეის გამოფენა.
25 აპრილს გუდიაშვილის ბაღში დაგეგმილია წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ავტორები, მუსიკოსები და ახალგაზრდები.
23 აპრილს იუნესკო 1996 წლიდან ოფიციალურად აღინიშნავს, როგორც წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.
წელს საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღის ორგანიზატორები არიან საქართველოს გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია, საქართველოს კულტურულ უთიერთობათა ცენტრი, ინტერნეტ-ტელეარხი \"არტარეა\", პენ-კლუბი, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. ღონისძიებების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო, თბილისის მერია.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან