20-21 ივნისის აქციის საქმე

27.08.2019 02:00

20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული შვიდი პირის მიმართ, მოსამართლე ლევან გელოვანმა პატიმრობის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია. - "სირცხვილია!" შეძახილებით, დარბაზის ერთმა ნაწილმა სასამართლოს შენობა დატოვა. მანამდე, ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბესიკ თამლიანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხდება, მტრის ინტერესებშია. წინასასამართლო სხდომაზე, 7 პირის მიმართ ადვოკატები აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. დაკავებულებს ბრალი 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედებათ. სასამართლო პროცესის პარალელურად, ბრალდებულ ბესიკ თამლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania