მსოფლიო ბანკის ანგარიში


„სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებულად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ - მსოფლიო ბანკმა შუა დერეფნის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევის, თანახმად 2030 წლისთვის შესაძლებელია შუა დერეფანში ტვირთნაკადების გასამმაგება 11 მილიონ ტონამდე. ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ტრანსპორტთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოში ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. განიხილებოდა საბაჟო სისტემისა და რკინიგზის მოდერნიზება ასევე, სერვისების გაციფრულება. მსოფლიო ბანკის კვლევის განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნესგაერთიანებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან