ქონების დაბრუნება
პროკურატურა ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და უკანონოდ გასამართლებული დაზარალებული მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესს განაგრძობს. დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შედეგად, დაზარალებულად იქნა ცნობილი კომპანია, რომელსაც ზუგდიდში საავადმყოფოს შენობა ჩამოართვეს. ასევე, გადაისინჯება ორი მსჯავრდებულის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რის შემდეგაც, დაზარალებულები უკანონოდ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას შეძლებენ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ სააქციო საზოგადოება „ენგურის სამედიცინო კომპლექსს“, საკუთრებაში გააჩნდა ზუგდიდში, „ენგურ ქაღალდ კომბინატის“ დასახლებაში მდებარე საავადმყოფოს შენობა, რომელიც 2007 წელს ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. პროკურატურის ცნობით, ქონების ჩამორთმევის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში დაიბარეს საავადმყოფოს მფლობელი კომპანიის აქციონერი, დაზმირ ცანავა, რომელსაც დაკავების მუქარით სთხოვდნენ ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობას. შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა დაზარალებულად ცნობს სს „ენგურის სამედიცინო კომპლექსს“ და მის წარმომადგენელს, რის საფუძველზეც ისინი შესაბამისი სამართლებრივი პროცედურით დაიბრუნებენ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქონების დაბრუნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქონების დაბრუნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კუთვნილი ქონების დაბრუნება ნასყიდობის სანაცვლოდ
TV 25
ბერიძე ქონების დაბრუნებას ითხოვს
TV 25
უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნება - როგორია სტატისტიკა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 6 | ქონების დაბრუნება | 05.03.13
GeoArchive
ახალი 12 | ქონების დაბრუნება | 19.10.12
GeoArchive