ვინ იპოვა 119 წლის წინ დაკარგული ქისა?

05/29/2024

🤳 რამდენიმე დღის წინ ვირუსულად გავრცელა ილუსტრაცია, სადაც გაერთიანებული იყო 1905 წელს გამოცემულ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება და თანამედროვე ილუსტრაცია ქისის შესახებ - ეს ილუსტრაცია გვაუწყებდა რომ ნაპოვნია რწმენა, საზოგადოებრივი ალღო, გულწრფელობა და ხასიათის სიმტკიცე, რაც ქართველ ახალგაზრდებს დაკარგული ჰქონდათ.

⚽ ამ ილუსტრაციის ავტორი ეკატერინე ხარაიშვილია, 24 წლის ფეხბურთელი, მწვრთნელი, ფსიქოლოგის მაგისტრი და „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე.

🎨 რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ყვება პროტესტზეც და ხატვაზეც, როგორც თვითგამოხატვის ფორმაზე. ეკატერინე ძირითადად საცობებში ხატავს, მობილურ ტელეფონზე და ამ ნამუშევრებს ინსტაგრამზე გაკეთებულ გვერდზე დებს, რომელსაც „იდენტობა“ ჰქვია.

--

🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge

გამოგვყევი 👇🏻

Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან