Nimitta - Gaishale

25.11.2021 03:03

Nimitta - Gaishale (Official Video) https://distrokid.com/hyperfollow/nim... Follow Nimitta:   / nimitta-104898871783984     / nimittatai   Credits Music: Nimitta Lyrics: Nimitta Artwork and animation: Keti Margania, Elene Ghughunishvili Lyrics: შენ თუ არ შეცვალე, ვინ უნდა შეგიცვალოს, ეკრანზე ფერების კორექცია გამოიცვალე. გონება სიტყვებისგან თუ არ დაიცალა, ცოტა მოიცალე, სანამ დრო გაიცალა. დღეები ისევ მშვიდად დგანან ქარიშხალში, გელოდებიან ცები, ჩააწყვე ჩემოდანში. უფრო მეტი მინდა გინდოდეს, რომ ყველა სურვილი გაქრეს სურვილის არარსებობაში. ამდენი ძიება და ვერსად მოიძებნე. ქალაქს ეძინება და სანამ გააღვიძებდე, გველმა საკუთარი კუდი როგორ ვერ იპოვა, ჯიბეში გედოს და სახურავზე ეძებდე. სად არის გასაღები კარის? იქ, სადაც სუბიექტი არ ავიწყდებათ, წაიღებს ყველაფერს ქარი და მხოლოდ უმანკოება დარჩება. თუ არ გამოვედი, როგორ უნდა დავინახო, საკუთარი თავი შენი თვალით უნდა ნახო. მინდორში ჩაეძინა, მზის გულზე მევენახეს, მევე ვნახე, მინდა შენც დაინახო. როგორ თამაშობენ ჩოქელები ბალახებში. ვარსკვლავები ქალაქებში, მზეები მთვარეებთან თანაზიარებით, სიყვარულის გაზიარებით. რამდენი თვალი მიყურებს ვერ დავითვალე, რამდენი სინათლეა, ია ვკრიფე, ვარდი ვშალე, იავნანინეე... თმები გაიშალე, ვნებები აიშალე, თავი დაიმშვიდე. გაიშალე, გაიშალე...

გაზიარება: