საკანონმდებლო ცვლილებები

05.12.2025 01:45

საკანონმდებლო ცვლილებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონებში ცვლილებების შეტანაზე მსჯელობა გრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განხილვა მეორე მოსმენით დღეს გაიმართება. ცვლილების მიხედვით, 2026 წლის 1-ელ მარტს გაუქმდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

დღესვე კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, სადაც შესაბამისი მულტიდისციპლინური ჯგუფი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi