„შაჰნამეს“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია


თბილისში „შაჰნამეს“ ცხრა ტომეულის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
„შაჰნამე“ ანუ „მეფეთა წიგნი“ ორმოცდაათამდე მეფის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ის ვრცელი ლეგენდარულ-მითოლოგიური და საგმირო-სარაინდო ეპოსია. ტექსტი მეს-ნევის ფორმითაა დაწერილი, ეს არის ორსტრიქონიანი წყვილად შერითმული სალექსო ფორმა, რომელიც კლასიკურ სპარსულ პოეზიაშია გავრცელებული. „შაჰნამეს“ პირველი ოთხი ტომი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით შარშან გამოიცა. შაჰნამეს სრული თარგმანის ავტორი, პოეტი და მთარგმნელი ბელა შალვაშვილია.
კრებული გამომცემლობა „მერიდიანმა“ დაბეჭდა.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან