პარტია „გირჩი“ თავდაცვის ახალი კოდექსს აპროტესტებს


თავდაცვის ახალი კოდექსის გარკვეულ მიმართულებებს, კონკრეტულად კი - ჯარში გაწვევის სავალდებულო ნაწილს აკრიტიკებს და მის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „გირჩი“. პოლიტიკური გაერთიანების ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. პარტიის ლიდერების განცხადებით, ცვლილებები მიმართულია კონკრეტულად მათ მიერ დაარსებული ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ წინააღმდეგ, რომელმაც ათასობით ახალგაზრდა დაიცვა არ წასულიყვნენ სავალდებულო სამსახურში და ნაცვლად სამხედრო მომზადებისა, არ მომხდარიყო მათი გამოყენება უფასო მუშახელად. პარტიის ლიდერების, დეპუტატების შეფასებით, აუცილებელია სამხედროებს ჰქონდეთ ისეთი ხელფასი და პირობები, რომ მოქალაქეებისთვის ჯარში წასვლა იყო მიმზიდველი. საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გირჩი“ მოუწოდებს მხარდამჭერებს, დაიცვან საკუთარი უფლებები და არსებული სახით თავდაცვის კოდექსის კანონად ქცევის შემთხვევაში, გამოუცხადონ მას დაუმორჩილებლობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან