„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა
12/04/2020
საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - „ძალა ერთობაშიას“ წევრები მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატებზე უარს იტყვიან. გადაწყვეტილება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოზე შეჯერდა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ერთხმად არის მიღებული. პარტიის წევრებმა პოლიტსაბჭოზე ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკების მესამე რაუნდზე წარსადგენი ახალი წინადადებებიც განიხილეს. დეტალებს პარტიის წევრები საზოგადოებას დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ გააცნობენ. ძირითად მოთხოვნებს შორის რჩება „ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“. პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას არ დასწრებია გრიგოლ ვაშაძე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.