ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე


ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ე.წ. კაგებეს განცხადებას თბილისში ეხმაურებიან. 

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ გავრცელებული განცხადებების მიუხედავად ყველა შესაბამისი სტრუქტურა განაგრძობს მუშაობას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად, რაც უპირველესი ამოცანაა. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმის საკითხზე ცხინვალში დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქე უკვე მოინახულეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. კაგებემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ვაჟა გაფრინდაშვილი, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი, სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთის“ გახშირებული შემთხვევები სოფელ წნელისთან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის პოსტის დადგმას უკავშირდება და წარმოადგენს „ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტებს“.

ე.წ. კაგებეს განცხადებას მორიგ პროვოკაციად და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებენ ქათველი პოლიტიკოსები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან