„ბორჯღალოსნები“ ხვალ შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ტიერ-ერთის ქვეყნებიდან, შოტლანდია პირველი სარაგბო გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. „ბორჯღალოსნებმა“ დღეს კაპიტნის ვარჯიში „დინამო არენაზე“ გამართეს.

მიხეილ ნარიაშვილი კარიერაში პირველად იქნება კაპიტანი, რადგან მოქმედ კაპიტან მერაბ შარიქაძეს ტრავმა აქვს. ზელანდიელი სპეციალისტი აცხადებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველი არხი მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან