სურსათის უვნებლობის სამსახურმა ყველის საწარმო დახურა


სურსათის უვნებლობის სამსახურმა თელავში არსებული ყველის საწარმო დახურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჯარიმებისა და სამეწარმეო პროცესის შეჩერების მიზეზი სტანდარტებთან შეუსაბამობა და ანტისანიტარული მდგომარეობა გახდა. „ახალი ამბები“ დაუკავშირდა მეწარმე გურამ მჭედლიშვილს, რომელმაც სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა და არც საწარმოს ტერიტორიაზე გადაღების უფლება მოგვცა. მისი თქმით, ამ დროისთვის საწარმოში ყველი არ იწარმოება და მხოლოდ რემონტი მიმდინარეობს. რაც შეეხება ჯარიმას, მეწარმე თვლის რომ, მისი დაჯარიმება სამართლიანად მოხდა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/Zur0eG

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან