ახალი 3 | ფარული ჩანაწერები | 26.09.12

09/26/2012
GeoArchive-ის მიერ

რა კავშირები აქვთ ქართული ოცნების ლიდერებს ქურდულ სამყაროსთან - რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიოჩანაწერი გაავრცელა. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს არის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სანიკიძე შვარდნაძის დროინდელ უშიშროების მინისტრ, ვალერი ხაბურძანიას ერთ-ერთი \"კანონიერი ქურდის\" ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს. რაც შეეხება კალაძეს, სამინისტროს ცნობით, აუდიოჩანაწერში ვლინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან. სანიკიძე და კალაძე აცახდებენ, რომ წარმოდგენილი მასალები ფაბრიკაციაა.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube