აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან


ექიმებმა, ფსიქოლოგებმა, ადრეული განვითარების სპეციალისტებმა, ასევე სპეცპედაგოგებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა შრომის პირობების გაუმჯობესება და ღირსეული ხელფასებია.

მათი განცხადებით, დეკემბრის შემდეგ, კუთვნილი მიზერული ხელფასი არ აუღიათ, ბენეფიციარებთან საკუთარი ხარჯებით უწევთ სიარული და ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რასაც მუშაობის პროცესში აწყდებიან. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დაწყებას ითხოვენ და აღნიშნული მოთხოვნით, უწყებას წერილობითი სახითაც მიმართეს. აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვასაც არ გამორიცხავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან