სამძებრო სამუშაოები შოვში

21.08.2023 01:29

შოვში მე-19 დღეა სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ხუთ პირს ეძებენ. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 28 ცხედარია აღმოჩენილი. ამ ეტაპზე ძებნა-შველის ღონისძიებები 36 ლოკაციაზე ტარდება. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მცურავი საშუალებები, კინოლოგთა ჯგუფი და ცოცხალი ძალა. მაშველებთან ერთად ადგილზე რჩებიან სამხედრო მოსამსახურეები. სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი არიან, როგორც დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის, ასევე ეროვნული გვარდიისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო