სააკაშვილის მხარდამჭერთა შეკრება ლიეჟში

10.02.2019 04:02

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს მხარდამჭერებთან ერთად ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებას გამართავს, სახელწოდებით „ერთად სახლში“. ორგანიზატორების ინფორმაციით, ლიეჟში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან. ისინი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ. მიხეილ სააკაშვილის ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ლიეჟში უკვე იკრიბებიან ქართველი ემიგრანტები. თემის დეტალები „მოამბეში“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: