კანდიდატები დებატებზე უარს ამბობენ
ზუსტად ოთხ დღეში ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში არჩევნები გაიმართება. სწორედ ეს კენჭისყრა გადაწყვეტს ბათუმის საკრებულოს დაკომპლექტების საკითხს. საარჩევნო აგიტაციაში რამაზ ჯინჭარაძესა და მათე ფუტკარაძეს თანაგუნდელები ეხმარებიან. ოპოზიცია 2 აპრილის კენჭისყრას „ღირსების“ არჩევნებს უწოდებს, მმართველ გუნდში კი „დამაჯერებელი“ გამარჯვების იმედი აქვთ. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მოსახლეობას ობიექტური და კრიტიკული მედიის გარეშე ხვდებიან. ისინი არც „TV25“-ის პირდაპირი ეთერის შეთავაზებას დათანხმდნენ. შესაბამისად, დღეს, აუდიტორია მათ ხედვებსა და პოლიტიკას ვერ მოისმენს. საარჩევნო დაპირებები ვერც სატელევიზიო არქივს შემორჩება, რომელსაც შეუსრულებლობის შემთხვევაში მედია მათ ხშირად შეახსენებდა. იმ ოლქში, სადაც კანდიდატები ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობენ პრობლემების ჩამონათვალი ვრცელია. დასახლებები განათების, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების გარეშეა. 21-ე საუკუნეში ადგილობრივებისთვის სუფთა და 24 საათიანი წყალმომარაგება სანატრელია. მათთვის არ არსებობს ხელმისაწვდომი მუნიციპალური ტრანსპორტი, გაჩერებებსა და მოასფალტებულ გზაზე საუბარი ზედმეტია. ვერცერთმა ხელისუფლებამ მათთვის ცხოვრების ელემენტარული პირობები დღემდე ვერ შექმნა. ჩვენმა რეპორტიორმა იმ ოლქში, სადაც შაბათს არჩევნები გაიმართება რამდენიმე ქუჩა მოიარა და ადგილობრივთა მოსაზრებები მოისმინა. #არჩევნები #ბათუმი #პოლიტიკა #საკრებულო #დეპუტატი #ოცნება #ნაციონალურიმოძრაობა #აჭარა #politics #election #election2022 #georgia #municipality
Sulkhan Meskhidze-ის სხვა ვიდეოები
ჟურნალისტების აქცია
დარღვევები ბათუმის კულტურის ცენტრის პროგრამებში
02:15
სულხან მესხიძე | EuroNews
03:22
მგზავრთა გადაყვანა ქართული სტანდარტით
02:47
მეთეებზეები და მათი პრობლემები
02:53
ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 20...
03:08
სახელმწიფოსგან დაუცველი კულტურული მემკვიდრეობა
02:59
უძრავ ძეგლთა დაცვის შვიდკაციანი საბჭოს რეორგანიზაც...
მსგავსი ვიდეოები
შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს დებატებში იწვევს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური სამეულის 31 კითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო დებატები კანდიდატებს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო კანდიდატების ბოლო დებატები - თემები და მიზნები
ამერიკის ხმა
პრეზიდენტობის კანდიდატები თემატურ დებატებზე
TV Pirveli
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზმაუზე მიმდინარე დებატებზე კანდიდატებს ერთამნეთის არ ესმით
ჟურნალი ლიბერალი