ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა


კორონავირუსისგან უკვე გამოწვეული და კიდევ მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად კონკრეტული ზომების გატარება იწყება.

მზად არის ექვსპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მთავარი ადრესატები ტურისტული სფეროს წარმომადგენლები არიან. საგადასახადო შეღავათები წესდება ამ სფეროში ჩართული კომპანიებისთვის, ასევე სასტუმროებისა და რესტორნებისთვის. ცალკე საშეღავათო პაკეტია გათვალისწინებული მცირე სასტუმროებისთვის, რომლებსაც საბანკო სესხები აქვთ. კორონავირუსის გამო მკვეთრად შემცირებული ტურისტული ნაკადების შედეგად რამდენიმე სასტუმრომ მუშაობა დროებით შეაჩერა. ბიზნესის წახალისების მიზნით ხელისუფლება კერძო კომპანიებისთვის დასაბრუნებული დღგ-ს გაორმაგებასაც გეგმავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან