ტიქიის შედეგები რეგიონებში


უხვი ნალექისგან მიყენებულ პრობლემებს ებრძვიან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუშეთში ისევ გადაუღებლად წვიმს, რის გამოც ადგილზე მობილიზებულმა სპეციალურმა ტექნიკამ მუშაობა მთელი დღის განმავლობაში ვერ დაიწყო. ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღმოსავლეთისგან განსხვავებით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უკვე გამოიდარა. გახიზნული მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. ადგილობრივებს მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ. სამეგრელოს მცხოვრებლები დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან. პარალელურად, გრძელდება სტიქიის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაც.

რაც შეეხება აჭარას, ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან