ფესტივალი "არტ-გენი" - პრესკონფერენცია
მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი "Check in Georgia" გრძელდება. 8 ივლისს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალ "არტ-გენთან" დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები უძღვებოდნენ. 10 ივლისს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში ფესტივალი "არტ-გენი 2016"-ის თბილისის ტური ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტით გაიხსნება. გახსნაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს ფოლკლორული ანსამბლები. რვა დღის განმავლობაში, ყოველდღე, 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. რეგიონების წარმომადგენელთა ფოლკლორული კონცერტები, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, "შავფაროსნების" ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და დასკვნითი კონცერტები თანამედროვე მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსურულებლების მონაწილეობით. წელს ფესტივალის მთავარი თემაა: "დავუბრუნდეთ სოფელს". http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ფესტივალი „არტ-გენი“ - პრესკონფერენცია
culturegovge culturegovge
ფესტივალი "არტ-გენი"
culturegovge culturegovge
art-geni 2011
culturegovge culturegovge
ფესტივალი „არტ-გენი 2013" -ის ფარგლებში აფხაზეთის დღე მოეწყო
abkhaziagovge
ფესტივალი არტ-გენი 8 ივლისიდან თბილისში აგრძელებს კონცერტებს
TV IMEDI
ფესტივალი არტ გენი. დღე მე-8
FocusTV LTD
ფესტივალი "არტ–გენი 2015"
terjolis municiplaiteti
ფესტივალი არტ-გენი 2023
პირველი არხი Georgian Public Broadcaster