კონგრესი ორპარტიული აქტის მისაღებად ემზადება


აშშ-ის კონგრესი ემზადება ორპარტიული აქტის მისაღებად, რომლითაც რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდის ავლით მოხდება - ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტის ინიციატორი წარმომადგენელთა პალატის წევრები არიან. ამჟამად აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში ჩრდილოეთ კორეა, სირია, კუბა და ირანია. ამ სიაში რუსეთის დამატების შემთხვევაში, აშშ-ს აეკრძალება რუსეთისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა, ასევე სამხედრო-თავდაცვითი დანიშნულებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი. კრემლში აცხადებენ, რომ თუ კონგრესი რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებს, შედეგები „ძალიან ნეგატიური“ იქნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან