ომის 348-ე დღე უკრაინაში - რუსეთმა საარტილერიო დარტყმა მიიტანა დნეპროპეტროვსკზე

06.02.2023 00:40

ომის 348-ე დღე უკრაინაში - რუსეთმა საარტილერიო დარტყმა მიიტანა დნეპროპეტროვსკზე. შედეგად დაზიანებულია ელექტროქსელი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში ორი ავიაიერიში განხორციელდა ხარკოვზე და ორი დონეცკზე. ასევე, 40-ჯერ გაისროლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოკუპანტები ძალების გადაჯგუფებას ახდენენ და მათი შეტევები ძირითადად მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით. თავის მხრივ, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 დარტყმა მიიტანეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების ადგილებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო