ომის 348-ე დღე უკრაინაში - რუსეთმა საარტილერიო დარტყმა მიიტანა დნეპროპეტროვსკზე


ომის 348-ე დღე უკრაინაში - რუსეთმა საარტილერიო დარტყმა მიიტანა დნეპროპეტროვსკზე. შედეგად დაზიანებულია ელექტროქსელი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში ორი ავიაიერიში განხორციელდა ხარკოვზე და ორი დონეცკზე. ასევე, 40-ჯერ გაისროლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოკუპანტები ძალების გადაჯგუფებას ახდენენ და მათი შეტევები ძირითადად მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით.

თავის მხრივ, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 დარტყმა მიიტანეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების ადგილებზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან