ჰასკის ჯიშის ძაღლებმა მათი ხუთი წლის მეგობარი ბავშვი გიურზასგან გადაარჩინეს

11.07.2020 01:03

ჰასკის ჯიშის ძაღლებმა, ლაქიმ და სანიმ მათი ხუთი წლის მეგობარი ბავშვი გიურზასგან გადაარჩინეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ტაბახმელაში, ერთ-ერთ ეზოში ჰასკიმ საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი, გიურზა შენიშნა.

არსებობდა საშიშროება, რომ ქვეწარმავალს ბავშვი დაეკბინა, თუმცა, მისი გადარჩენა ძაღლებმა შეძლეს. გველმა ერთ-ერთ მათგანს, ორი წლის ლაქის უკბინა. ძაღლი ექიმებმა მალევე გადაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც დახმარება აღმოუჩინეს. ლაქი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub