ომი უკრაინაში - 70-ე დღე


უკრაინის პოლიცია იუწყება, რომ რუსმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ავდეევკაში ქიმიური ქარხნის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად დაიღუპა ათი ადამიანი და 15 დაიჭრა. პოლიციაში ამბობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი შეძლება გაიზარდოს. ასევე, ვრცელდება ცნობა, რომ ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს სოფელ მიხალოვკაში, რუბეჟნოეს სიახლოვეს. შედეგად დაიღუპა მღვდელმსახური. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკში სოფელ მაკეევკაში ნავთობტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარია ასევე რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალში. კერძოდ ძერჟინსკში. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გუშინ 20-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. მათი უმეტესობა კასპიის ზღვიდან იყო გაშვებული. სარაკეტო იერიში განხორციელდა ლვოვზე. ომის დაწყებიდან დღემდე, პირველად განხორციელდა იერიში ზაკარპატიის ოლქში. ასევე, რუსული ჭურვები ჩამოვარდა ოდესისა და დონეცკის ოლქებში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან