სტიქიაა მაღალმთიან აჭარაში

07.02.2024 01:38

სტიქიაა მაღალმთიან აჭარაშიც - ამ დრომდე ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ტრანსპორტი შემოვლითი გზით მოძრაობს. ცენტრალურ გზასა და სოფლებში ათეულობით ადგილზე მიწის მასაა ჩამოსული. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და საგანგებო შტაბი. მაღალმთიანი აჭარიდან 100-მდე ოჯახი უკვე გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ტერიტორიას ხვალიდან უკვე გეოლოგები შეისწავლიან. ჯამში რამდენიმე ათეულ ადგილზეა ჩამოწოლილი მეწყერი. ხულოსა და ქედაში გუშინ სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub