ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინი


მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა გამოცხადდეს. ამ თარიღის მოახლოების პარალელურად, თემა პოლიტიკური შეფასებების საგანი სულ უფრო ხშირად ხდება. ოპოზიციაში ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვთ, რადგან მათივე თქმით, ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია არასრულად შეასრულა.

განსხვავებულად ფიქრობენ უმრავლესობაში, სადაც ამბობენ, რომ ქვეყნის პროგრესი ძალიან თვალსაჩინოა, არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების, არამედ სხვა ბევრი პარამეტრის კუთხითაც. „ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ ევროპა სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან