აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის 2018 წლის ანგარიში

12.09.2019 01:05

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა დეპუტატებს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა. ერეკლე მექვაბიშვილის ინფორმაციით, გასული წელი უწყებისთვის ანგარიშების მომზადების კუთხით რეკორდული იყო. მომზადდა 90 დოკუმენტი, მათგან 33 ანგარიში გადაეგზავნა სამართალდამცავ სტრუქტურებს. 26 პრობლემური ანგარიში კი ეხებოდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მექვაბიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებების შემოწმება მიმდინარე წელსაც მიმდინარეობს, მზადდება ეფექტიანობის ანგარიშებიც რამდენიმე მიმართულებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: