გელათის მონასტრისა და გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

06/20/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გელათის მონასტერი, გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე, გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს; ასევე, ეწყობა არქეოლოგიური (ვიზიტორთა) ცენტრი და საიტი. ივნისსა და ივლისში ჩატარდება გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებს გულისხმობს, მეორე ეტაპი კი, რომელიც აღმოჩენილი მასალების კვლევას მოიცავს, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გეგუთის სასახლეზე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგი როლანდ ისაკაძე ხელმძღვანელობს.
გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2015 წელს შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია. ძეგლზე აგრეთვე დამონტაჟდა გარე განათება.





http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან