ხმაურიანი სხდომა ცესკო-ში / დიალოგის პირველი რაუნდი და ქართული პოლიტიკის წითელი ხაზები #LIVE


• საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება და ხმაური ცესკო-ში - შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციის საჩივრების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა; დარბაზში შესულმა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს; ვითარება დაცვის სამსახურმა განმუხტა; ცესკო-ში განვითარებული მოვლენები და სხდომის დეტალები;
• ქართულ პოლიტიკაში დიალოგი კვლავ დიპლომატთა მედიაციით ხდება შესაძლებელი - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის და პასუხს ელის, მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ წითელი ხაზი მოქალაქეთა არჩევანია, რომელზეც მათი მხრიდან კომპრომისი არ იქნება;
• როგორია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და რა წინაპირობებით დასხდებიან ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან - „დღის თემის“ შეკითხვებს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობენ;
• საქართველოში ეპიდემიის მეორე ტალღა უკონტროლო ხდება - ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 3 500-ს მიაღწია, გარდაიცვალა 37 ადამიანი; სისტემა, რომელიც პაციენტების მიღებას ვერ უმკლავდება, გეგმა B-ზე გადადის; „კოვიდ-19“ მსოფლიოს ებრძვის; აშშ-სა და ევროპაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დრამატულად იზრდება;
• გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენი დადგა - ხუთთვიანი განხილვის შემდეგ მართლმსაჯულებამ ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული არასრულწლოვანები დამნაშავედ ცნო და ექვსივე ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა; განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდა, სასჯელის ვადები კი 20 ნოემბერს გახდება ცნობილი; გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან